1 დღის და 18 საათის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

ვახტანგ ლოლუა ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონია

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 

18 წლის ქართველმა ფალავანმა ფინალში ირანელ ახმადი ბალუტაკი 9:7 დაამარცხა.

ზაგრებში ცოტა ხნის წინ დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა მედლის მოპოვება ვერ შეძლო.

Facebook კომენტარები