1 წლის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

გელა ბოლქვაძე ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში გელა ბოლქვაძე (82 კგ) ფინალში იასპარეზებს.

ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში იაპონელი იოშიდა 8:5 დაამარცხა და 18 წლის ვახტანგ ლოლუას 55 კგ) მსგავსად, ხვალ ფინალურ ბლოკში ოქროსთვის იბრძოლებს.

ზაგრებში ცოტა ხნის წინ დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა მედლის მოპოვება ვერ შეძლო.