1 დღის და 5 საათის წინ
სახელი უცნობია
Aa

სრული კატასტროფა - რა შედეგი დააფიქსირა საქართველომ თავისუფალ ჭიდაობაში

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართული თავისუფალი სტილით ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოსთვის მედლის გარეშე დასრულდა. 

ბოლო დღეს ოთხი ქართველი გამოვიდა ხალიჩაზე, მაგრამ კვარცხლბეკზე ვერცერთი ავიდა. 92 კგ-ში მირიან მაისურაძემ ბრინჯაოსთვის ბრძოლამდე მიაღწია: რეპეშაჟში შვეიცარიელი დაამარცხა (4:1), თუმცა აზერბაიჯანელ ოსმან ნურმაგომედოვთან 1:5 წააგო. 74 კგ-ში გიორგი ელბაქიძემ პირველ რეპეშაჟში გაიმარჯვა (6:1), მაგრამ ირანელ ემამიჩოღაეისთან 1:12 დამარცხდა. 65 კგ-ში გოდერძი ძებისაშვილმა და 97 კგ-ში გივი მაჭარაშვილმაც თითო ბრძოლა მოიგეს, მაგრამ შემდეგი წაგების გამო რეპეშაჟში ვეღარ მოხვდნენ. 

ამრიგად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ზაგრებში უმედლოდ დარჩა.

Facebook კომენტარები