ძიუდოს მოქმედმა მსოფლიო და ევროპის ჩამპიონმა მედიასტან ტატო გრიგალაშვილთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა:
"როდესაც ტატამიზე ვიდექი და გრიგალაშვილი უკან იხევდა, უბრალოდ პირდაპირ თვალებში ვუყურებდი და არ ვაძლევდი იმის საშუალებას, რომ ჩემთვის მოეგო.
ჩემს პირდაპირ ტაბლოზე ენთო სიტყვები - ოქროს მედალი. მე მხოლოდ ამას ვუყურებდი და იმ მომენტში ერთი ფიქრი მქონდა: არ მინდა ეს ორთაბრძოლა დავთმო. არ მინდა მეორე ადგილი. მინდა მხოლოდ ოქრო.
ძალიან ძლიერი და მაგარი მეტოქე მყავდა, იგი 5-ჯერ იყო ზედიზედ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, საიდანაც 3-ჯერ მოიგო.
ასეც მოხდა, მოვიგე და გპირდებით, რომ აწი ჩემი შეჩერება ძალიან რთული იქნება..." - განაცხადა ტიმუ არბუზოვმა.