17 ივლისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში სტარტს აიღებს სარეიტინგო ტურნირი, პირველები ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 57-61-65-70-79-97-125 კგ კატეგორიის ფალავნები გამოვლენ
საქართველოს სახელით კი რობერტ დინგაშვილი, ლუკა ღვინჯილია (ორივე 57 კგ), გიორგი ღონიაშვილი (61 კგ), გოდერძი ძებისაშვილი, ნიკა ზაკაშვილი (ორივე 65 კგ), აკაკი ქემერტელიძე (70 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე, ლუკა ჩხიტუნიძე (ორივე 79 კგ), მერაბ სულეიმანიშვილი (97 კგ), სოლომონ მანაშვილი, გივი მაჭარაშვილი (ორივე 125 კგ) იჭიდავებენ.
აქვე გეტყვით, რომ წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათიდან დაიწყება