7 საათის და 58 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

რა საჩუქარი გადაეცა საქართველოს ძიუდოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, 2025 წლის ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოსთვის წარმატებული გამოდგა.

კერძოდ, ჩვენმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოახერხა, რომ ამ ტურნირზე გუნდურ ასპარეზობაში ოქროს მედალი მოეპოვებინა.

სწორედ ამიტომ, როგორც საქართველოს მთავრობა იუწყება, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასთან დაკავშირებით, ფულადი ჯილდო მილიონი ლარი გადაეცემა.

Facebook კომენტარები