ბუადპეშტში ძიუდოს 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად დასრულდა.
ბოლო დღეს საქართველო გუნდურ დისციპლინაში პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
მედიაში არსებული ინფორმაციის თანახმად, ჩვენმა გუნდმა ჩემპიონობით 90,000 ევრო გამოიმუშავა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურად მსოფლიო ჩემპიონი გახდა ეთერ ლიპარტელიანი. ის პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ეს შედეგი დადო.