როგორც მოგეხსენებათ, ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველი ძიუდოისტი ფინალში ინალ ტასოევთან ვაზარით დამარცხდა. დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობას ტედი რინერი იღებდა, მედალი თუშიშვილს სწორედ ფრანგმა გადასცა, თუმცა გურამმა მას ხელი არ ჩამოართვა.
აღსანიშნავია, რომ ამ შემთხევას საჯაროდ თავად ტედიც გამოეხმაურა:
"ჩვენს შორის ყოველთვის ასე იყო. გახსოვდეთ, რომ ეს საბრძოლო სპორტის სახეობაა. ერთი რამ კი ცხადია, როცა მე არ ვარ, ის მაშინაც კი ვერ იგებს.
"მასზე ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი. დამსახურებული ჩემპიონი გვყავს ტასოევის სახით. ჩვენ უნდა დავაფასოთ გამარჯვებულები", - თქვა რინერმა.