7 საათის და 55 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ეს უმძიმესი სტრესი იყო, მაგრამ არ დავნებდი" - ეთერ ლიპარტელიანი

ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალია, რომელიც ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

გთავაზობთ მის ინტერვიუს ambebi.ge-სთან:

"პირ­ვე­ლი ჩემი დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­ვი­და 2015 წელს, როცა ბავ­შვთა ევ­რო­პის ოლიმ­პი­ურ ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ვი­მარ­ჯვე. ამ გა­მარ­ჯვე­ბამ ძა­ლი­ან დიდი მო­ტი­ვა­ცია მომ­ცა სა­მო­მავ­ლოდ, ბევ­რი ოქ­როს მე­და­ლი რომ მო­მე­პო­ვე­ბი­ნა. ნელ-ნელა ამას მოჰ­ყვა წარ­მა­ტე­ბა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ჯუ­ნი­ო­რებ­ში, მერე ევ­რო­პა და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბი მო­ვი­გე, ეს იყო ის­ტო­რი­უ­ლი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი... 

შემ­დეგ ვი­ას­პა­რე­ზე ოლიმ­პი­ა­და­ზე, თუმ­ცა, ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, ცუ­დად და­ვამ­თავ­რე - მედ­ლის­თვის ბრძო­ლა­ში დავ­მარ­ცხდი, რა­მაც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად დამ­თრგუ­ნა. მა­ინც არ დავ­ნებ­დი, მეც და ჩემ­მა მე­უღ­ლე­მაც ბევ­რი ვი­მუ­შა­ვეთ, გვერ­დში და­მიდ­გა, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა გა­და­მე­ლა­ხა და წელს ტა­ტა­მი­ზე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ისე, რო­გორც შე­მე­ფე­რე­ბო­და. ვი­ყა­ვი სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე, რომ მო­ტი­ვა­ცია და­მე­კარ­გა და ხელი ჩა­მექ­ნია, თან ეს ორ­ჯერ მოხ­და - ოლიმ­პი­ა­და­ზე ორ­ჯერ ვი­ას­პა­რე­ზე, 2020-ში და 2024-ში, ორი­ვე­ჯერ მე­ხუ­თე ად­გილ­ზე დავ­რჩი და ეს მარ­თლაც უმ­ძი­მე­სი სტრე­სი იყო ჩემ­თვის.

თავ­და­უ­ზო­გავ შრო­მას­თან ერ­თად, სპორ­ტსმე­ნის­თვის დის­ციპ­ლი­ნაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. რე­ჟი­მი და მო­ბი­ლი­ზე­ბა გჭირ­დე­ბა, რომ გახ­დე წარ­მა­ტე­ბუ­ლი, მხო­ლოდ შრო­მა საკ­მა­რი­სი არ არის. 

ჩვენ, ქა­ლებ­მა და­ვამ­სხვრი­ეთ სტე­რე­ო­ტი­პი, რომ ძი­უ­დო არაა ქა­ლის შე­სა­ფე­რი­სი სპორ­ტი. რო­დე­საც პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და გა­ი­გებ­დნენ, რომ ძი­უ­დო­ზე დავ­დი­ო­დი, ბევ­რი დამ­ცი­ნო­და, ალ­მა­ცე­რად მი­ყუ­რებ­და, რა გინ­და ძი­უ­დო­ზე, ეს რა ქა­ლის საქ­მე­აო. გო­გო­ნებს ბევ­რი ლან­ძღვა და და­მუ­ნა­თე­ბა შეგ­ვხვედ­რია, რომ ტყუ­ი­ლად ვწვა­ლობ­დით, იქ ვე­რა­ფერს მი­ვაღ­წევ­დით. მერე, როცა გუნ­დურ­ში ბი­ჭე­ბის და გო­გო­ნე­ბის შე­რე­უ­ლი გუნ­დი და­ა­მა­ტეს, ძა­ლი­ან ბევ­რი ამ­ბობ­და, მორ­ჩა ბი­ჭე­ბის ჩემ­პი­ო­ნო­ბა, ისი­ნი ვე­ღა­რას­დროს მო­ი­პო­ვე­ბენ მე­დალ­სო. თუმ­ცა­ღა ვფიქ­რობ, ამ ბოლო წლებ­ში ჩვენ ბი­ჭებს გვერ­დში ვუდ­გა­ვართ და შე­მიძ­ლია თა­მა­მად ვთქვა, რომ ჩვენ უკვე ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი ძალა ვართ და შეგ­ვიძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ქვე­ყა­ნა მარ­ტი­ვად და­ვა­მარ­ცხოთ. 

დღეს­დღე­ო­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით ძი­უ­დო­თი, ბევ­რი გო­გო­ნაა და­კა­ვე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან მი­ხა­რია და მინ­და, ამ პა­ტა­რა გო­გო­ნებს ბევ­რი წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო. ახლა არის ახა­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ბა­ტონ­მა და­ვით ქევ­ხიშ­ვილ­მა წა­მო­ი­წყო სპორ­ტსმე­ნი გო­გო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და ვფიქ­რობ, რომ ეს მათ ძა­ლი­ან წა­ად­გე­ბათ. ჩვენს დრო­საც რომ ყო­ფი­ლი­ყო, ბევ­რად კარ­გი შე­დე­გი გვექ­ნე­ბო­და და ის ბევ­რად მალე დად­გე­ბო­და კი­დეც. თუმ­ცა არც ახ­ლაა გვი­ა­ნი, მი­ხა­რია, რომ ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა და ჩვე­ნი სპორ­ტი­დან წას­ვლის შემ­დეგ მოვა თა­ო­ბა, რო­მე­ლიც ჩვენს წარ­მა­ტე­ბას გა­მოჰ­ყვე­ბა, ჩვე­ნი გზის სა­ხე­ლო­ვა­ნი გამ­გრძე­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა".

Facebook კომენტარები