13 საათის და 40 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

VIDEO: არიიიიიიიიიიის! - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ეთერ ლიპარტელიანი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია.

ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში ლიპარტელიანმა თურქმენეთის სახელით გამომსვლელი მაისა პარდაიევა დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კარიერაში პირველად იასპარეზებს.

25 წლის ქართველი ძიუდოისტის მეტოქე პლანეტის პირველობის ფინალში იაპონელ მომო ტამაოკისა და ფრანგ სარა ლეონ სისიკეს შორის გამარჯვებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და დღეს საქართველოს ნაკრები ტურნირზე პირველ მედალს მოიპოვებს. ფინალი ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.

Facebook კომენტარები