3 საათის და 24 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

VIDEO: ცნობილი მოკრივე, ენტონი ჯოშუა ავტოკატასტროფის შემდეგ დაშავდა

ცნობილი ბრიტანელი და წარმოშობით ნიგერიელი მოკრივე, ენტონი ჯოშუა ნიგერიაში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაშავდა.

როგორც ამბობენ, ავტოკატასტროფის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ცნობების თანახმად, ჯოშუას მგზავრობისას ოგუნის შტატში, ლაგოს-იბადანის გზატკეცილზე გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა.

ირკვევა, რომ ჯოშუას მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული, ხოლო ორი სხვა მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. ავარიის მიზეზების გამოძიება ამჟამად მიმდინარეობს.

ყოფილი მძიმეწონოსანი ჩემპიონი ჯეიკ პოლთან ბოლო დროს გამარჯვების შემდეგ ნიგერიაში იმყოფებოდა დასასვენებლად.

მედიაში გავრცელდა ვიდეომასალა:

Facebook კომენტარები