1 საათის და 38 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

რუსი ბრძოლას ჩაეხსნა - ცნობილია, ბექა ღვინიაშვილის ახალი მეტოქე

4 აპრილს ყოფილი ქართველი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი ქართულ-გერმანულ ორგანიზაციაში IFC-ში იასპარეზებს.

აღსანიშნავია, რომ ბექას ახალი მეტოქე ეყოლება.

როგორც გაირკვა, რუსი მებრძოლი შეხვედრას ჩაეხსნა, ხოლო ღვინიაშვილის მოწინააღმდეგე 38 წლის ფრანგი კევინ ჟერნიკი იქნება, რომელიც ასევე ყოფილი ძიუდოისტია.

ცნობისთვის, ქართველ სპორტსმენს MMA-ში ერთი გამარჯვება უკვე აქვს მოპოვებული, ხოლო რამდენიმე დღეში ბექა სამშობლოში პირველად იბრძოლებს.


Facebook კომენტარები