6 საათის და 49 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

8 ოქროს მედალი - პატარა ქართველი მოჭიდავეების სასახელო გამოსვლა რუმენთში

რუმინეთის ქალაქ კლუჟში გამართული პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს 15-წლამდე ნაკრებისთვის ტრიუმფალური გამოდგა. 

ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რის შემდეგაც საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. 

ჭიდაობის ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა 48 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალი, სადაც ერთმანეთს ჩვენი ქვეყნის ნაკრების ორი წევრი დაუპირისპირდა და ნიკოლოზ ბელქანიამ ვეფხია მგელაძეს აჯობა. 

ბელქანიას გარდა ტურნირის გამარჯვებულები დავით მატკავა (38 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (41 კგ), გიორგი ვაშაყმაძე (52 კგ), ნიკოლოზ კუტუბიძე (57 კგ), ნიკოლოზ ქიტიაშვილი (62 კგ), დავით მხეიძე (68 კგ) და ნიკოლოზ ჟვანია (85 კგ) გახდნენ. 

ვეფხია მგელაძის გარდა, ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ და ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ნიკოლოზ კილაძე (44 კგ), ლეონ ბარდელიანი (62 კგ) და მიხეილ ბერიძე (75 კგ), ხოლო ლუკა საგინაძემ (38 კგ), ალექსანდრე კალანდაძემ (44 კგ), გაბრიელ თავბერიძემ (52 კგ) და ვახტანგ მეფარიშვილმა (85 კგ) კი, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს.

Facebook კომენტარები