1 საათის და 35 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ქართველების განრიგი ცნობილია - მსოფლიო ჩემპიონატის დასვკნითი დღე

2026 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ვაჟთა შორის 39-ე, ხოლო ქალთა შორის 30-ე გათამაშება იქნება. ტურნირი გაიმართება აზერბაიჯანში, ბაქოს ტანვარჯიშის ეროვნულ არენაზე, 2026 წლის 4-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით.

მეექვსე საშეჯიბრო დღე საქართველოს ჰიმნითა და ქართველი გულშემატკივარის დიდი ბედნიერებით დასრულდა - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!

მეექვსე საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია, რომელიც ტატო გრიგალაშვილმა, ილია სულამანიძემ, ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვეს.

წინ ინდივიდუალური გამოსვლების ბოლო, დასკვნითი დღეა, სადაც ტატამზე - გურამ თუშიშვილს, ირაკლი დემეტრაშვილსა და სოფიო სომხიშვილს ვიხილავთ.

100 კგ

გურამ თუშიშვილი C ბადეში განუთესავია, შესაბამისად ასპარეზობას პირველივე რაუნდიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე, მონღოლი - ოდხუუ ცეცენცენგელი იქნება.

მონღოლური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, გურამ თუშიშვილი მეორე რაუნდში, გვინეელ - მუსტაფა ფოფანაზე გადის. 1/8-ფინალში კი გურამ თუშიშვილის სავარაუდო მეტოქე, რუსი - ვალერი ენდოვიცკი იქნება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გურამ თუშიშვილის ბადეს აცდნენ ისეთი ძლიერი ძიუდოისტები, როგორებიც არიან: ინალ ტასოევი, მინიონგ კიმი, ლუკაშ კრპალეკი, უშანგი კოკაური, კანტა ნაკანო და იაკიმ ხამო.

რაც შეეხება ირაკლი დემეტრაშვილს, 24 წლის ქართველი ძიუდოისტი B ბადეში განთესილია და ასპარეზობას მეორე რაუნდიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე, უზბეკი - მუზაფარბეკ ტურობოიევი იქნება.

უზბეკური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, დემეტრაშვილი 1/8-ფინალში, აზერბაიჯანელ - ჯამალ გამზათხანოვსა და ხორვატ - მიკიტა სვირიდს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ირაკლი დემეტრაშვილს ბადეში ასევე ჰყავს, თურქი - იბრაჰიმ თათაროღლუ და ნიდერლანდელი - იური სპაიკერსი.

+78 კგ

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სოფიო სომხიშვილი საკმაოდ რთულ ბადეშია მოხვედრილი. 26 წლის ქართველი C ბადეშია განთესილი და ასპარეზობას მეორე რაუნდიდან იწყებს, სადაც რუსი მეტოქე - მარია ივანოვა ეყოლება.

რუსული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, სოფიოს მეტოქე, ფრანგი - ლი ფონტეინი იქნება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:30 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი სტარტს 18:00 საათზე აიღებს.

წყარო: belive