ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი კარიერაში მეოთხედ მოიპოვა, რაც ქართული ძიუდოს აბსოლუტური რეკორდია.
გრიგალაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, ჯერ არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი გაჯიმურად ომაროვი დაამარცხა, შემდეგ შვეიცარიელ აურელინ ბონფრონს სძლია.
ტატომ მეოთხედფინალში სლოვენიელი ნასე ჰერკოვიჩი დაამარცხა, ნახევარფინალში კი სერბ მიხაილო სიმინს დამატებით დროში სძლია, ფინალში კი აზერბაიჯანელ ზელიმ მტკაევს აჯობა.
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.