რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა ამბავი, რომ ლაშა გუჯეჯიანმა საქართველოს ძიუდოს ნაკრების შემადგენლობა დატოვა.
ქართველი მწვრთნელის შესახებ მედიაში ახალი ინფორმაცია ვრცელდება.
როგორც ირკვევა, ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ვაჟთა ძიუდოს ნაკრებს ჩაიბარებს.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე გუჯეჯიანი ტაშკენტში იმყოფება.