მერაბ დვალიშვილმა შონ ომალისთან ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის მისი პატარა ტრავმის შესახებ გვამცნობს.
ხალხში გაჩნდა ეჭვები - შეძლებს თუ არა დვალიშვილი 8 ივნისამდე რეაბილიტირებას და ბრძოლას?
მერაბმა ამ ყველაფერს მორიგი სახალისო ვიდეოთი უპასუხა:
"შუგა, გირჩევნია, ღონისძიებაზე გამოცხადდე და მოდი, ხალხს კარგი ჩხუბი ვაჩვენოთ. არავითარი თავის გასამართლებელი მიზეზი შენთვის, არავითარი თავის გასამართლებელი მიზეზი ჩემთვის. ხალხო, გპირდებით, რომ მაგარ დროს გაატარებთ და კარგ ორთაბრძოლას ნახავთ. ჯანმრთელი ვარ, მზად ვარ და მშიერი ვარ“, - ამბობს მერაბი.
შეგახსენებთ, რომ ბრძოლა 8 ივნისს გაიმართება.