19 საათის და 47 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"მათხოვრობა ჩემი მორალი არ არის, ამიტომ დავტოვე პერსეპოლის" - გიორგი გველესიანის აღიარება

გიორგი გველესიანმა ირანლუ გამოცემა ირანულ football360-სთან ინტერვიუ ჩაწერა.

ქართველმა მცველმა პერსეპოლისიდან წასვლასა და თავის მომავალზე ისაუბრა:

"სეზონის დასრულების შემდეგ დარჩენით ნამდვილად დაინტერესებული ვიყავი. კლუბთან და გულშემატკივრებთან ძლიერი ემოციური და გულწრფელი კავშირი მქონდა და მჯეროდა, რომ გუნდის დახმარება მოედანზე და მის გარეთაც კვლავ შემეძლო.

თუმცა, რამდენიმე არაოფიციალური ნიშნის მიუხედავად, კლუბის მხრიდან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით სერიოზული საუბრები ან ოფიციალური მოლაპარაკებები არ ყოფილა. მზად ვიყავი, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, კლუბს ინიციატივა არ ჰქონდა და მათხოვრობა ჩემი მორალი არ არის. 

ყოველდღიურად ვაგრძელებ მეომარივით ვარჯიშს, გაჩერების გარეშე, რათა საკუთარი თავის უკეთესი ვერსია წარმოვაჩინო. კონტრაქტის არ გახანგლძრივების კონკრეტული მიზეზი არ მსმენია, ფეხბურთში ასეთი რამ ხდება და ზოგჯერ გადაწყვეტილებები სრული და ზუსტი ახსნა-განმარტების გარეშე მიიღება. ზოგიერთმა თქვა, რომ ეს შეიძლება ჩემი ტრავმების გამო ყოფილიყო. რა თქმა უნდა, მუხლის პრობლემა მქონდა, რომლის კონტროლიც მკურნალობითა და სპეციალიზებული ვარჯიშებით შეიძლებოდა, თუმცა ეს პრობლემა ირანში ჩამოსვლამდე წლების განმავლობაში მქონდა.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის მზად ვიყავი და ტრავმის გამო მატჩებს იშვიათად ვტოვებდი. ყოველთვის პროფესიონალი და მზადყოფნაში ვიყავი, ამიტომ ზუსტად არ ვიცი, რა მიზეზით შეწყვიტა კლუბმა თანამშრომლობა, მაგრამ მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. 

ეს საკითხებიც ფეხბურთის ნაწილია და სიამაყით ვაგრძელებ ჩემს გზას. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ კლუბი სიამაყით და კარგი მოგონებებით დავტოვე.

ნაწყენი ვარ თუ არა გუნდზე? - რეალისტები უნდა ვიყოთ... "პერსოპოლისში" 100 მატჩი ვითამაშე, რაც ნებისმიერი, მითუმეტეს უცხოელი ფეხბურთელისთვის დიდი პატივია. ვამაყობ ამ მიღწევით და ვფიქრობ, რომ ეს ყოველივე პატივისცემას იმსახურებდა. 

ველოდი, რომ კლუბი თამაშამდე, ტაიმის ბოლოს ან თამაშის შემდეგ სპეციალურ მაისურს მომცემდა - როგორც მადლიერებისა და დაფასების მცირე და სიმბოლური ჟესტი.

ეს ჩვეულებრივი და ტრადიციულია ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც პროფესიონალური ფეხბურთია. ეს არ არის განსაკუთრებული მოვლენა ან დიდი ჟესტი, ეს უბრალოდ პატივისცემის გამოხატვაა.

მე ყოველთვის ვცდილობ, საგნებს კლუბის პერსპექტივიდან შევხედო. თამაშის შემდეგ გასახდელში შევედი და შხაპი მივიღე, და როდესაც გამოვდიოდი, პასუხისმგებელმა პირმა ძალიან მშვიდად მომცა ჩანთაში ჩადებული 100-ნომრიანი მაისური, მაგრამ მე არ მივიღე და ეს მაისური დღემდე არ მაქვს.

მოგვიანებით, კლუბმა თქვა, რომ რადგან ჩემპიონატი ვერ მოვიგეთ, არ იქნებოდა სახალისო ამ მაისურის გულშემატკივრების წინაშე მოცემა. ირანში ახალ ფეხბურთელებს ყოველთვის კარგად ღებულობენ, მაგრამ იშვიათად მინახავს მეგობრული და თბილი დამშვიდობება. თუ ისინი არ აპირებდნენ ჩემი კონტრაქტის განახლებას, მაშინვე უნდა ეთქვათ და ეს არის მთელი სიმართლე.

როგორი რეაქცია ველოდი კლუბისგან? - აღარ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელოვანი ის იყო, თუ როგორ ვრეაგირებდი. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უფრო ინტენსიურად ვვარჯიშობდი, ვიდრე ოდესმე. დღეში 4-6 საათს ვვარჯიშობდი. ასეთი მომთხოვნი გრაფიკი არასდროს მქონია. ამ გამოცდილებამ არ დამამარცხა, მაგრამ გაზარდა ჩემი მოტივაცია და ძალიან ორიენტირებული ვარ მომავალზე.

ირანელი გულშემატკივარის ძალიან მადლიერი ვარ. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. ირანულ ფეხბურთში მოსვლის პირველივე დღიდან არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელის, არამედ როგორც ადამიანის, პატივისცემა და დაფასება ვიგრძენი. 

ეს არის ის, რასაც არასდროს დავივიწყებ. მოედანზე მთელი ძალით ვთამაშობდი და ყოველი წუთი, ყოველი გამოწვევა, ყოველი გოლი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. სამაგიეროდ, თქვენ მაჩუქეთ სიყვარული და მხარდაჭერა, რომელიც ყოველთვის ჩემს გულში დარჩება. ვამაყობ, რომ "პერსოპოლისის" მაისური მეცვა და ყოველთვის პატივისცემით გავიხსენებ ამ გამოცდილებას და იმ ეპოქას.

ეს ჩემთვის დამშვიდობება არ არის, ეს უბრალოდ სეზონის დასასრულია. ირანის საფეხბურთო საზოგადოებისადმი ჩემი პატივისცემა ღრმა და მარადიული იქნება. მადლობა ყველაფრისთვის".

მომზადებულია Sportall.ge-ის მიხედვით.

პროგნოზები
Facebook კომენტარები