ევროპული გუნდების უმეტესობამ წინა სასეზონო მზადება დაახლოებით 2 კვირის წინ დაიწყო.
რა საკვირველია, ჩვენი ყველაზე დიდი ყურადღება ქართველი ლეგიონერებისკენაა მიდრეკილი.
საქართელოს ნაკრების ფეხბურთელებმა თავიანთ კლუბებში უკვე ამხანაგური მატჩებიც გამართეს., თუმცა სეზონი ჯერ-ჯერობით არ დაწყებული მთავარი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელიასთვის.
ეს ყველაფერი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამო ხდება, რომელიც სულ რაღაც 14 დღის წინ დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ ფინალში ჩელსისთან დამარცხდა.
ლუის ენრიკემ გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელები 6 აგვიტოს დაიბაროს, მანამდე კი ყველას გაწერილი პროგრამით ინდივიდუალურად ვარჯიში დაავალა.
გთავაზობთ პსჟ-ს მომდევნო 5 მატჩს:
13 აგვისტო: პსჟ - ტოტენჰემი | უეფას სუპერ თასი;
17 აგვისტო: ნანტი - პსჟ | ლიგა 1;
22 აგვისტო: პსჟ - ანჟერსი | ლიგა 1;
30 აგვისტო: ტულუზა - პსჟ | ლიგა 1;
14 სექტემბერი: პსჟ - ლანსი | ლიგა 1;