თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ასპარეზობაში უკრაინა ანგარიშით 45:28 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ სანდრო ბაზაძის, ბექა ბაზაძის, ვახტანგ არჩვაძისა და გიორგი ურუშაძის შემადგენლობით წარსდგა.
შეგახსენებთ, რომ 25 ივლისს ხმლით მოფარიკავეთა ინდივიდუალურ ასპარეზობაში მსოფლიო ჩემპიონი სანდრო ბაზაძე გახდა, რომელმაც ფინალში ფრანგი სპორტსმენი დაამარცხა.
ცნობისთვის, ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ ასპარეზობაში შეჯიბრება 28 ივლისს, დილის 9 საათიდან განახლდება.