2 საათის და 17 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

საბოლოო შედეგი - რომელ ადგილზე დაასრულა საქართველომ 2026 წლის ოლიმპიადა

ზამთრის 2026 წლის ოლიმპიური თამაშები, რომელსაც მილანმა და კორტინამ უმასპინძლეს, დასრულდა.

საქართველომ ოლიმპიადაზე 8 სპორტსმენით იასპარეზა და ისტორიული მედალიც მოიპოვა. ფიგურულ ციგურაობაში ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ვერცხლის მედალი მოიპოვეს, რითაც ქართული სპორტის ისტორია დაწერეს.

მილანი-კორტინას ოლიმპიადაზე სულ 29 ქვეყანამ მოიპოვა მედალი, რომელთა შორის საქართველოცაა. ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას (სპორტულ წყვილებში ფიგურული ციგურაობა) მოპოვებული ვერცხლი საქართველოსთვის ისტორიულია - პირველი მედალი ზამთრის ოლიმპიადაზე.

მოპოვებული მედლების მხრივ საუკეთესოთა სია ასე გამოიყურება:

1. ნორვეგია -🥇 18 ოქრო, 🥈 12 ვერცხლი, 🥉 11 ბრინჯაო (41 მედალი)

2. აშშ - 🥇 12 ოქრო, 🥈 12 ვერცხლი, 🥉 9 ბრინჯაო (33)

3. ნიდერლანდები - 🥇 10 ოქრო, 🥈 7 ვერცხლი, 🥉 3 ბრინჯაო (20)

4. იტალია - 🥇 10 ოქრო, 🥈 6 ვერცხლი, 🥉 14 ბრინჯაო (30)

5. გერმანია - 🥇 8 ოქრო, 🥈 10 ვერცხლი, 🥉 8 ბრინჯაო (26)

6. საფრანგეთი - 🥇 8 ოქრო, 🥈 9 ვერცხლი, 🥉 6 ბრინჯაო (23)

7. შვედეთი - 🥇 8 ოქრო, 🥈 6 ვერცხლი, 🥉 4 ბრინჯაო (18)

8. შვეიცარია - 🥇 6 ოქრო, 🥈 9 ვერცხლი, 🥉 8 ბრინჯაო (23)

9. ავსტრია - 🥇 5 ოქრო, 🥈 8 ვერცხლი, 🥉 5 ბრინჯაო (18)

10. იაპონია - 🥇 5 ოქრო, 🥈 7 ვერცხლი, 🥉 12 ბრინჯაო (24)

...25. საქართველო - 🥇 0 ოქრო, 🥈 1 ვერცხლი, 🥉 0 ბრინჯაო (1)


Facebook კომენტარები