12 საათის და 4 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

მიზეზი გაირკვა - გიორგი მიქაუტაძე ლა ლა ლიგის მიმდინარე ტურში არ ითამაშებს

ესპანეთის ლა ლიგის მე-16 ტურის დღეს ჩასატარებელი შეხვედრა „ლევანტესა“ და „ვილიარეალს“ შორის ვალენსიაში მოსალოდნელი ძლიერი წვიმის მიზეზით ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით გადაიდო. 

ესპანეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის ვებ-გვერდის ცნობით, ვალენსიის პროვინციის ჩრდილოეთ და სამხრეთ სანაპიროებზე ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, რეგიონში განგაშის წითელი დონე გამოცხადდა.

გაირკვა, რომ ის გულშემატკივრები, რომელთაც „სიუდად დე ვალენსიაზე“ გასამართ მატჩზე დასასწრები ბილეთები უკვე შეძენილი ჰქონდათ, ჩვეულებრივად ისარგებლებენ მაშინ, როდესაც შეხვედრა ჩაინიშნება. 

ასე და ამგვარად, ამ მომენტისთვის უცნობია, თუ როდის ითამაშებს გიორგი მიქაუტაძის გუნდი ლა ლიგის გადადებულ თამაშს.


Facebook კომენტარები