11 საათის და 27 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

სუპერკომპიუტერმა ხვიჩაზე საინტერესო პროგნოზი გააკეთა

როგორც მოგეხსენებათ, 2025/26 წლების სეზონიც ნელ-ნელა იწყება, და საქმეში ქართველი ლეგიონერებიც ერთვებიან.

აღსანიშნავია, რომ სუპერკომპიუტერმა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით საინტერესო პროგნოზი გააკეთა.

ხელოვნური ინტელექტის ვარაუდით, ქართველი ვინგერი ახალ სეზონშიც პარიზელთა ერთ-ერთი ლიდერი იქნება და თავს არაერთი საგოლე მოქმედებით გამოიჩენს.

პროგნოზის მიხედვით, ხვიჩა ახალ სეზონში ჯამში 26 გოლს გაიტანს და ასევე 12 საგოლე პასს ჩაიწერს აქტივში.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ სეზონის პირველი მატჩი უკვე ჩაატარა და სუპერთასის გამარჯვებული გახდა.

Facebook კომენტარები