UEFA-ს სუპერ თასი "პარის სენ-ჟერმენის" მოგებით დასრულდა - პენალტების სერიაში მოპოვებული გამარჯვებით პარიზელებმა აღნიშნული ტიტული ისტორიაში პირველად ჩაიბარეს.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 60 წუთი გაატარა და მიუხედავად 0 საგოლე მოქმედებისა, "პსჟ"-ს ფანები ქართველის თამაშით კმაყოფილნი დარჩნენ.
გთავაზობთ ფრანგების გამოხმაურებას:
"კვარამ გოლი ვერ გაიტანა, თუმცა თამამად ვიტყვი, რომ გუნდს ძალიან დაეხმარა.
"მიმაჩნია, რომ ხვიჩა მნიშვნელოვანი ფიგურაა როგორც შეტევაში, ისე დაცვაში.
"ის ლუის ენრიკეს ტაქტიკის გასაღებია. მასზე კომბინაციები ხშირად ეწყობა და გუნდი ახალ იერიშებს იწყებს.
"არაა საჭირო კვარამ გოლი გაიტანოს, რათა ვთქვა, რომ მას კარგი თამაში ჰქონდა, ის ჩინებულად გამოიყურება", - წერენ ფრანგი ქომაგები.