1 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

რომელ ადგილზე გაიყვანა სუპერკომპიუტერმა ხვიჩა ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის

როგორც მოგეხსენებათ, სუპერკომპიუტერი ბოლო პერიოდში ინდივიდუალური ჯილდოებისთვის შანსებსაც ითვლის. 

ერთ-ერთმა სუპერკომპიუტერმა კი 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სიაში ხვიჩა კვარაცხელიაც შეიყვანა. 

საგულისხმოა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ქართველი ფეხბურთელი მე-7 პოზიციაზე გაიყვანა.

როგორც ირკვევა, ხელოვნურმა ინტელექტმა შანსები თამაშებზე გავლენით, ინდივიდუალური სტატისტიკის, მეტოქეთა ხარისხისა და მის მიერ გუნდთან ერთად მოპოვებული ტიტულების მიხედვით შეაფასა. 

ცნობისთვის, 2025 წლის ოქროს ბურთის ცერემონია 22 სექტემბერს, ქალაქ პარიზში გაიმართება.


Facebook კომენტარები