2 დღის და 2 საათის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"13 კილომეტრის დაფარვა მისთვის პრობლემა არ არის" - ვინ შეაქო ხვიჩა

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა მარსელ დესაიმ ინტერვიუში პსჟ-ის ბრწყინვალე ასპარეზობის მთავარ შემოქმედებად ლუის ენრიკე და ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ადვილია მბაპეს დონის ფორვარდის გარეშე დარჩენა, რომელმაც თავის ბოლო პარიზულ სეზონში 44 გოლი გაიტანა, ძალიან ცდება. ამ ყველაფრის შემდეგ ენრიკემ რა გააკეთა? დააწინაურა ახალგაზრდები. 

"საუბარი მაქვს ბრედლი ბარკოლაზე, დეზირე დუეზე და ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელმაც ლუჩოს მსგავსად, პსჟ-ში რაღაც განსაკუთრებული მოიტანა. 

"თუ მანამდე ყველას და მათ შორის მეც კვარა მხოლოდ მარცხენა ვინგერი გვეგონა, პსჟ-ში დაგვარწმუნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მარჯვნივაც ითამაშებს, დაცვაშიც და 90 წუთის განმავლობაში 13 კილომეტრს უპრობლემოდ დაფარავს", - თქვა დესაიმ.

Facebook კომენტარები