9 საათის და 34 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

გიორგი ჩაკვეტაძე ვალენსიაში - ვალენსიას მთავარ მწვრთნელს მოთხოვნა აქვს

კარლოს კორბერანს, „ვალენსიას“ მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჩაკვეტაძე განსაკუთრებით მოსწონს და სურს, რომ ქართველი ნახევარმცველი მის გუნდს შეუერთდეს.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ „უოტფორდი“ მომავალ სეზონში ჩაკვეტაძის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრებს, არც „ვალენსია“ და არც კორბერანი დანებებას არ აპირებენ.

როგორც TribunaVCF წერს, კორბერანი კლუბის ხელმძღვანელობას პირადად აწვდის რეკომენდაციას ჩაკვეტაძის ტრანსფერზე, რადგან ფიქრობს, რომ მისი დამატება გუნდის მაღალი ამბიციების რეალიზებას ხელს შეუწყობს.

გავრცელებული ცნობით, ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულება 4-5 მილიონ ევროს შეადგენს, რაც „ვალენსიასთვის“ ფინანსურად სერიოზულ ბარიერს არ წარმოადგენს.

Facebook კომენტარები