4 დღის და 22 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

იქნება თუ არა კვარა ძირითადში ატლეტიკო მადრიდის წინააღმდეგ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე

აშშ-ში ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი იწყება.

ქართველი მაყურებლისთვის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩები. პარიზული გუნდი B ჯგუფში მადრიდის „ატლეტიკოსთან“, „ბოტაფოგოსა“ და „სიეტლ სანდერსთან“ ერთად ითამაშებს.

პსჟ ტურნირზე პირველ მატჩს 15 ივნისს პასადენაში „ატლეტიკოსთან“ ჩაატარებს. შემდეგ ასევე პასადენაში 20 ივნისს „ბოტაფოგოს“ დაუპირისპირდება, ხოლო ბოლო ტურში სიეტლში „სიეტლ სანდერსს“ შეხვდება.

ცნობილია ატლეტიკოსთან პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა:

დონარუმა - ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდესი - ნევესი, ვიტინია, რუისი - დუე, რამოსი, კვარაცხელია.

Facebook კომენტარები