1 დღის და 20 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

არ მინდა უხეშად გამომივიდეს, მაგრამ... - რა განცხადება გააკეთა ნუკრი რევიშვილმა კვარაცხელიაზე

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ნუკრი რევიშვილმა ერთ-ერთ ქართულს გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.

მან არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაზეც:

"არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, გუნდში ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ კარგი იქნება, თუკი ხვიჩა კვარაცხელია ნაკრების კაპიტანი გახდება. ის ნამდვილი ლიდერია როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. კვარას თავდაჯერება და მოტივაცია არ აკლია, მაგრამ კაპიტნის სტატუსი ამ მხრივ კიდევ უფრო ძლიერს წარმოაჩენს.

თუკი კაპიტანი არ იქნება, ეს ხვიჩას წყენას არ გაუჩენს, ასეთი უბრალოდ არაა. კვარაცხელია ყველაფერს აკეთებს ქვეყნის წარმოჩენისთვის, რათა  მსოფლიოს სამშობლო სულ სხვანაირად გააცნოს და კარგი  იქნება, ჩვენც თუ დავუფასებთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს თავად ნაკრებსაც გააძლიერებს", - განაცხადა ნუკრი რევიშვილმა.

Facebook კომენტარები