1 თვის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

რა გადაწყვეტილება მიიღო "სენტ-ეტიენმა" ზურიკო დავითაშვილზე

ფრანგული გამოცემა "Foot Mercato" "სენტ-ეტიენთან" დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცლეებს.

წყაროს ცნობით, ქართველი შემტევის დამატების სურვილს "სტრასბურგი" გამოხატავს, რომელიც სატრანსფერო დეტალებითაა დაინტერესებული.

თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბის ხელმძღვანელობა ზურიკოს ტრანსფერის წინააღმდეგია. 

იწერება, რომ ლიგა 2-ში დაქვეითებული "სენტ-ეტიენის" მფლობელის სურვილი ლუკას სტასენის და ზურიკო დავითაშვილის შენარჩუნებაა, რათა უმაღლეს დივიზიონში დაბრუნება მოახერხონ.

თავის მხრივ, დიდი ინტერესით უყურებენ ქართველ შემტევს სხვა კლუბებიც, რომელთა სურვილი 24 წლის შემტევის გადაბირებაა.

ცნობისთვის, ზურიკომ ლიგა 1-ის 34 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.


Facebook კომენტარები