1 თვის და 1 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"ის იყო ყველაზე რთული" - ხვიჩას საინტერესო კომენტარი ფერდინანდთან ინტერვიუში

ხვიჩა კვარაცხელიამ რიო ფერდინანდთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც სხვადასხვა საინტერესო კითხვებს უპასუხა.

ფერდინანდმა ქართველ ვარსკვლავს ჰკითხა, თუ ვინ იყო მისთვის ყველაზე რთული ოპონენტი.

ხვიჩას თქმით, პარიზში ყოფნის პერიოდში, მისთვის ყველაზე უხერხული მეტოქე ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი იყო.

"საფრანგეთში ბევრი კარგი მცველია. ისინი სწრაფები არიან და რთულია მათ წინააღმდეგ თამაში.

თუმცა, რაც პარიზში ვარ, ვფიქრობ, რომ ჩემთვის ყველაზე რთული მეტოქე ტრენტი იყო", - ამბობს ხვიჩა.



Facebook კომენტარები