გამოცდილმა ავსტრიელმა ფეხბურთელმა იაკობ იანტჩერმა ოთარ კიტეიშვილის შესახებ ისაუბრა:
“ჩემი აზრით, როგორც გასულ წელს, ახლაც ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილია. კიტეიშვილი ერთ-ერთი საუკეთესო თანაგუნდელია, რომლის გვერდითაც კარიერის განმავლობაში მითამაშია.
"არიან, სხვა ფეხბურთელებიც, მაგალითად, ოსკარ გლუხი, ფიცი და სხვები, მაგრამ ოთარს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიძლიერე აქვს - მენტალიტეტი”. - განაცხადა იანტჩერმა.
ცნობისთვის, კიტეიშვილი 12 გოლით ავსტრიის ჩემოიონატის მე-2 საუკეთესო ბომბარდირია.