ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრაში "ლივერპულმა" "პსვ" სახლში მიიღო და 1:4 დამარცხდა.
შეხვედრის შემდეგ მერსესაიდელთა თავკაცმა, არნე სლოტმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"მინდა, დადებითად შევაფასო ჩემი ფეხბურთელების რეაქცია 0:1-ის შემდეგ, რადგან პირველი ტაიმის დასრულებამდე კარგად ვითამაშეთ.
"მატჩში დავბრუნდით და დაწინაურების არაერთი შანსი გვქონდა. პირველი ტაიმის ბოლოს, არა მგონია, ვინმეს ეფიქრა, რომ 1:4-ს წავაგებდით.
"1:2-ის შემდეგ, გვქონდა შანსი ისევ გაგვეთანაბრებინა, მაგრამ კიდევ გავუშვით. ამის ატანა რთულია. უნდა გავაანალიზოთ რა მდგომარეობაში ვართ და ბევრი ვიბრძოლოთ", - თქვა სლოტმა.