2 საათის და 40 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"დარწმუნებული ვარ, რომ ტურნირზე ბარსელონა შორს წავა" - ლუის ენრიკე

"პარის სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ "ბარსელონასთან" გამარჯვების შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

“თავიდან გაგვიჭირდა. გატანილი გოლის შემდეგ თავდაჯერება ვიგრძენით და განწყობა გაუმჯობესდა.

"თუ ფიქრობთ, რომ ჩვენ ფიზიკური მომზადების ხარჯზე მოვიგეთ, მაშინ გეტყვით, რომ ცდებით. ევროპულ ფეხბურთში ის გუნდი ვართ, რომელმაც სეზონის მოსამზადებელ პერიოდში ყველაზე ნაკლები ივარჯიშა.

"მიხარია, როცა ახალგაზრდა მოთამაშეები წარმატებას აღწევენ, კარგად თამაშობენ და გულშემატკივრების გულებს იგებენ. 

"ძალიან რთული კალენდარი გველის, ჩვენ მუდმივად ვთამაშობთ მაღალი დონის მეტოქეებთან. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდისადმი დამოკიდებულებაა.

"დარწმუნებული ვარ, რომ ტურნირზე ბარსელონა შორს წავა", - თქვა ლუის ენრიკემ.

Facebook კომენტარები