მიმდინარე სეზონში ლუკა ლოჩოშვილი ნიუნბერგის რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია.
27 წლის ქართველი მცველი გუნდის მთავარი მწვრთნელის, მიროსლავ კლოზეს მიერ დაკისრებულ მოვალეობას იდეალურად ასრულებს.
ლოჩოს კარგმა ფორმამ გერმანული გამოცემა BILD-ის ყურადღება მიიქცია:
"შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რომ ლუკა უკანასკნელ პერიოდში „ნიურნბერგის“ საუკეთესო მოთამაშეა. ორთაბრძოლების დროს ბურთის ართმევის 62,5-პროცენტიანი მაჩვენებელი მის საოცარ ფორმაზე მეტყველებს.
გარდა ამისა, ლოჩოშვილმა „ფიურტთან“ დერბიში ბურთი გაიტანა და გატანასთან ახლოს იყო „შალკესთან“ (0:1) წაგებული თამაშის ბოლო წუთებშიც - ამ შემთხვევაში ქართველს რომ გაეტანა, „ნიურნბერგი“ „ფელტინს არენაზე“ 2011 წლის შემდეგ პირველად არ წააგებდა. ლუკას კარგი პირველი პასი აქვს და როდესაც მისი გუნდი აგებს, შეტევებში ხშირად ერთვება", - წერს BILD.