ლუჩანო სპალეტიმ იუვენტუსის ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე საინტერესოდ ისაუბრა.
მას ქენან ილდიზის შეასხებ ჰკითხეს, რა დროსაც, იტალიელმა სპეცილიასტმა ხვიჩა კვარაცხელია ახსენა:
"გამიმართლა, რომ კარიერაში რამდენიმე დიდებული ფეხბურთელი მყავდა. კვარა ერთ-ერთი იყო, ვისაც ეს თვისებები ჰქონდა. ალბათ, ყველაზე ნაკლებად ცნობადი, ტოტო დი ნატალე იყო, ფენომენალური მოთამაშე, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო გუნდებში თამაში შეეძლო. ვარჯიშებზე ისეთ რაღაცებს აკეთებდა, რომ... თამაშებზეც, მაგრამ მწვრთნელის ბედნიერება ისაა, რომ ამ ყველაფერს ვარჯიშებზე ხედავს, გულშემატკივრებს კი ამის საშუალება არ აქვთ. კიდევ კარგი, ახლა სოციალურ ქსელებია და ვარჯიშებიც კადრებიც ვრცელდება... ილდიზიც ასეთია, რომელიც სეზონის განმავლობაში ინსტაგრამის გვერდებს ავსებს", - განაცხადა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ კვარას სპალეტისთან 1 წლით მოუწია მუშაობა, რა დროსაც კარიერის პიკში იყო.