გიორგი მიქაუტაძემ „ვილიარეალის“ ბოლო ვარჯიში გამოტოვა და ესპანური მედიის მიხედვით, მისი თამაში „მალიორკასთან“ ჯერ კიდევ საეჭვოა.
მან ტრავმა „ესპანიოლის“ წინააღმდეგ მიიღო და სანაკრებო შეკრებაც ამიტომ გამოტოვა.
მიუხედავად იმისა, რომ კვირის დასაწ
ყისში გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა, ამბობენ, რომ ფორმა ბოლომდე აღდგენილი არ აქვს. არსებობს ვარაუდი, რომ მარსელინომ უბრალოდ ერთდღიანი დასვენება მისცა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ გადაწყდება.