4 დღის და 18 საათის წინ
Giorgi Sokhadze
Aa

"დიდი შანსია, იტალიაში ისიც მალე ვიხილოთ” - რას ამბობს კრისტიან ძაკარდო ბართიშვილზე

იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა, კრისტიან ძაკარდომ, რომელიც მამუკა ჯუღელთან ერთად მუშაობს, Sky Sport-თან ინტერვიუში ქართველ ამომავალ ვარსკვლავზე, 16 წლის ანდრია ბართიშვილზე ისაუბრა:

"საქართველოში ბევრი ტალანტია. მათ შორის, 2009 წელს დაბადებული ბიჭი, რომელიც ძალიან კარგია, თანაც, კვარას პოზიციაზე თამაშობს.

დიდი შანსია, იტალიაში ისიც მალე ვიხილოთ”, - განაცხადა იტალიელმა საფეხბურთო მენეჯერმა.

ცნობისთვის მოგახსენებთ, რომ 16 წლის ბართიშვილი დინამოს აკადემიის აღზრდილია ამჟამად კი ფოთის კოლხეთის ღირსებას იცავს.

ამავდროულად, ის ვასილ მაისურაძემ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახა.

Facebook კომენტარები