იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა, კრისტიან ძაკარდომ, რომელიც მამუკა ჯუღელთან ერთად მუშაობს, Sky Sport-თან ინტერვიუში ქართველ ამომავალ ვარსკვლავზე, 16 წლის ანდრია ბართიშვილზე ისაუბრა:
"საქართველოში ბევრი ტალანტია. მათ შორის, 2009 წელს დაბადებული ბიჭი, რომელიც ძალიან კარგია, თანაც, კვარას პოზიციაზე თამაშობს.
დიდი შანსია, იტალიაში ისიც მალე ვიხილოთ”, - განაცხადა იტალიელმა საფეხბურთო მენეჯერმა.
ცნობისთვის მოგახსენებთ, რომ 16 წლის ბართიშვილი დინამოს აკადემიის აღზრდილია ამჟამად კი ფოთის კოლხეთის ღირსებას იცავს.
ამავდროულად, ის ვასილ მაისურაძემ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახა.
