1 თვის და 2 კვირის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ნიკი ნიკოლმა აქტუალურ შეკითხვას საჯაროდ უპასუხა

24 წლის არგენტინელი მომღერალი ნიკი ნიკოლი, რომელიც „ბარსელონას“ ახალგაზრდა ვარსკვლავს ლამინ იამალს ხვდება, სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებს პასუხობდა. 

ერთ-ერთმა ფანმა მას ჰკითხა, ფეხმძიმედ ხომ არ არის, რასაც მომღერალმა პირდაპირი პასუხით უპასუხა. 

„არა, ეს სიმართლე არ არის,“ — თქვა ნიკიმ და აღნიშნა, რომ ახლა ბავშვზე არ ფიქრობს, თუმცა მომავალში დედობა ძალიან სურს. 

მოგეხსენებათ, ნიკისა და იამალის ურთიერთობა ბოლო თვეებში საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ მოექცა — წყვილი ხშირად ჩნდება ერთად, რაც მედიის ყურადღებას კიდევ უფრო ზრდის.


Facebook კომენტარები