ინგლისის ასოციაციის თასის 1/8-ფინალში ლივერპული ენფილდზე კრისტალ პალასთან განადგურდა - 0:3.
არნე სლოტმა ამ მატჩში გადახალისებული შემადგენლობა გამოიყვანა და შედეგიც სახეზეა.
აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილმაც დაისვენა, რომელსაც ბოლო დროს პრესა გაშვებული გოლების გამო ხშირად აკრიტიკებს.
კრისტალ პალასთან კი გამოჩნდა, რომ ქართველის კრიტიკა უსაფუძვლოა და ლივერპულს სერიოზული ჩავარდნა აქვს.
