ლა ლიგის გასულ ტურში ჩატარებული ელ კლასიკოს შემდეგ, სადაც მადრიდის რეალმა ბარსელონა ანგარიშით 2:1 დაამარცხა, ბლანკოსის ფანებს ვინისიუს ჯუნიორის მიმართ სამართლიანი პრეტენზია გაუჩნდათ.
როცა ჩაბი ალონსომ ბრაზილიელი შეცვალა, ვინისიუსმა უკმაყოფილება ძალიან ცხადა გამოხატა. მან მინდორი გინებითა და ყვირილით დატოვა, რაც, რა საკვირველია, არავის მოსწონებია.
როგორც გაიშიფრა, ვინისიუსი გასვლის მომენტში ამბობდა: "ისევ მე?! მგონი სჯობს კლუბიდან წავიდე".
სამეფო კლუბის ფანებმა სოციალურ ქსელში მოთხოვნა წამოაყენეს:
"ამის მოთმენენა უკვე მეტის მეტია! ვინი უნდა წავიდეს"
"ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს მადრიდის რეალია და ასეთი ქცევის უფლება არავის აქვს"
"ვინისიუსს დაავიწყდა თუ რა გააკეთა მისთვის რეალმა, უმადურობაა და ზამთარშივე უნდა წავიდეს. მის ნაცვლად კი კვარაცხელია ვიყიდოთ"
"მადრიდში კვარაშოუს დროა! ვინისიუსს მეტისმეტი მოსდის"
