17 საათის და 15 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ვილი სანიოლის პრესკონფერენცია თურქეთთან მარცხის შემდეგ

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, ვილი სანიოლი, მატჩის შემდეგ გუნდის მდგომარეობაზე საუბრობს:

"ჩემთვის, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო, რომ დაგვიწყებოდა ევროპის ჩემპიონატი, ცოტა კომფორტის ზონაში მოვექეცით და იქიდან გამოსვლა გაგვიჭირდა."

"ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება ასეთ სიტუაციაში არის რეალობის პატიოსნად მიღება – უნდა ვიცოდეთ, ვინ ვართ ჩვენ, როგორც გუნდი, როგორც ფედერაცია. "

ბოლო წლებში რაც გვახასიათებდა, ეს იყო საბრძოლო სულისკვეთება და ერთიანობა, თამაში პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე, ბოლო 10 თვის განმავლობაში ეს ნელ-ნელა დაგვავიწყდა."

"თუ გვინდა წარმატება მომავალში, უნდა დავბრუნდეთ იმ მდგომარეობაში, როცა თითოეულ თამაშში ბევრს ვებრძოდით საუკეთესო შედეგისთვის", – განაცხადა სანიოლმა თურქეთთან მატჩის შემდეგ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს ნაკრებმა თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან მნიშვნელოვანი მატჩი 4-1 დათმო და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსიც შეიმცირა.

Facebook კომენტარები