3 დღის და 16 საათის წინ
სახელი უცნობია
Aa

ცნობილია! - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა ჩემპიონთა ლიგის დებიუტში

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში გალათასარაიმ სტამბულში ლივერპულს უმასპინძლა.

თურქებმა ინგლისელების ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.

ერთადერთი გოლი ვიქტორ ოსიმენმა პენალტით პირველ ტაიმში გაიტანა.

მატჩის 56-ე წუთზე ალისონ ბეკერი ტრავმის გამო მოედნიდან გავიდა., ის გიორგი მამარდაშვილმა შეცვალა.

ქართველი მეკარისთვის ეს მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი იყო.

აღსანიშნავია, რომ გიორგის კარისკენ დარტყმა არ წასულა, შესაბამისად ქართველს საქმე არ ჰქონია.

გამოცემა, Sofascore-მა მამარდას 6,5 ქულა დაუწერა.


Facebook კომენტარები