ბუნდესლიგა 2-ის მომდევნო ტურში ნიუნბერგმა ბერლინის ჰერტას უმასპინძლა.
სტუმრებმა მეტოქე ანგარიშით 0:3 დაამარცხეს.
ნიუნბერგისა და საქართველოს ნაკრების მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, თუმცა დაზიანების გამო 70-ე წუთზე შეიცვალა.
ჯერ-ჯერობით ქართველი მცველის ტრავმის სიმძიმე უცნობია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მატჩები 11 და 14 სექტემბერს ელის.
ლოჩოშვილი ნაკრებში სასტარტო ფეხბურთელადაა მიჩნეული და იმედია ის ოქტომბრის მატჩების მზად შეხვდება.