GFF ქუთაისის აკადემიის მეკარე, გიორგი კახიძე საქართველოს 17-წლამდელთა ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს.
კახიძე 2009 წელს დაიბადა. მისი სიმაღლე 1 მეტრსა და 93 სანტიმეტრს შეადგენს.
გიორგი დიდი პოტენციალით, ფიზიკური მონაცემებითა და შესაძლებლობებით გამოირჩევა.
მას განსაკუთრებით კარგად მაღალ ბურთებზე თამაში გამოსდის. ასევე მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარე ფეხით თამაშია.
კახიძე პერსპექტიული მეკარეა, რომელიც აქტიურად ვითარდება და რამდენიმე წელიწადში შეძლებს ეროვნული ნაკრებში გამოძახება დაიმსახუროს.
მისი სახით, საქართველოს ძალიან საინტერესო მეკარე ეყოლება