2 დღის და 15 საათის წინ
სახელი უცნობია
Aa

გიორგი ჩაკვეტაძე “ვალენსიაში” - მედიაში მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვრცელდება

სატრანსფერო სპეციალისტი საშა ტავოლიერი თავის „ტვიტერზე” ამჟამინდელ “იქსზე” აცხადებს, რომ „ვალენსია“ კვლავ გამოხატავს ინტერესს საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ. 

ესპანური კლუბი ფეხბურთელის მუდმივ ტრანსფერზეა ფოკუსირებული და არა იჯარის წაყვანაზე, როგორც მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია. „ვალენსიამ“ უკვე მიმართა „უოტფორდს“.

აქვე გეტყვით, რომ გიორგის ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება „ვალენსიასთვის“ არ წარმოადგენს პრობლემას და ისინი მზად არიან შეთანხმება უზრუნველყონ. 

Facebook კომენტარები