ენფილდზე გამართულ ამხანაგურ მატჩში ლივერპულმა ატლეტიკ ბილბაო 3:2 დაამარცხა.
გიორგი მამარდაშვილმა თავის ახალ სახლში პირველი მატჩი ჩაატარა.
ქართველის კარში მხოლოდ 3 დარტყმა წავიდა.
გაშვებული ბურთების მოგერიება უდაოდ შეუძლებელი იყო.
მეორე ტაიმის მიწურულს კი გიორგიმ შესანიშნავი სეივით გამოიჩინა თავი და ლივერპული გადაარჩინა.
გამოცემა Sofascore-მა მამარდაშ თამაში 6,8 ქულით შეაფასა.