იტალიური გამოცემა, Calcomercato საბა გოგლიჩიძესთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, სერია ა-ში მოასპარეზე კალიარის ქართველი მცველის დამატება სურს.
როგორც ირკვევა, ემპოლი მზად არის გოგლიჩიძე ტრანსფერზე დააყენოს, ოღონდ სანაცვლოდ 8 მილიონი ევროს მიღება სურს.
გამოცემა აქვე დასძენს, რომ კალიარისთვის გამოსავლად, მისი იჯარის წესით დამატება და შემდეგ გამოსყიდვა რჩება.
მოგახსენებთ, რომ ემპოლიმ 2024-2025 წლების სეზონი სერია ა-ში მე-18 ადგილზე დაასრულა და სერია ბ-ში გავარდა.