1 თვის წინ
სახელი უცნობია
Aa

"გიორგი მამარდაშვილი ლივერპულშიც ლიდერი იქნება..." - ვილი სანიოლი

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე ისაუბრა:

"ეს უდიდესი ამბავია არამხოლოდ გიორგისთვის, არამედ ქართული ფეხბურთისთვის -  ამ ტრანსფერით მამარდაშვილმა მისცა მაგალითი ქართველ ახალგაზრდებს, რომ თუ იშრომებენ ნებისმიერ მიზანს მიაღწევენ".

"ბოლო 3 წელში განვითარდა არამხოლოდ, როგორც ფეხბურთელი, ადამიანიც. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია მინდორზე და გასახდელშიც".

"დარწმუნებული ვარ, იმ ლიდერობას, რომელიც მამარდაშვილი საქართველოს ნაკრებში ავლენს, ლივერპულშიც აჩვენებს".

"როდესაც ვლაპარაკობთ საჯარიმოს დაცვაზე, ის ამ კომპონენტში მსოფლიოს ერთ-ერთი ფეხბურთელია". გიორგიმ იცის, როგორ შემატოს თავდაჯერება სხვებს. იმდენად მშვიდია, მისი ხასიათი სხვებზე დადებითად მოქმედებს." - უთხრა ვილი სანიოლმა Liverpoolfc.com-ს


Facebook კომენტარები